აშშ-ის სანაპირო დაცვა ადასტურებს წყალქვეშა ნავ “ტიტანის" ეკიპაჟის დაღუპვას. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 5 მგზავრის ცხედარი შესაძლოა, ვერც იპოვონ. აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში "ტიტანის" ხუთი ნაწილი აღმოაჩინეს და ბევრი კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს ინციდენტი.