თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებთან ერთად, შესაძლოა, სამხრეთ კორეელი და აზერბაიჯანელი არქეოლოგები დაკარგული ქალაქის - პეტრას ანტიკური ციხე-ქალაქის და გრაკლიანი გორის გათხრებში ჩაერთონ.
ექსპედიციამდე შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ერთობლივი ექსპედიციების ორგანიზებასთან ერთად, საუბარი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებსაც შეეხო.
კორეელმა და აზერბაიჯანელმა არქეოლოგებმა გრაკლიანში თსუ-ს ბაზა მოინახულეს.