ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თავისუფალია. გვარამიას რუსთავის ციხესთან შვილები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები ტაშითა და ოვაციებით დახვდნენ.
ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ საღამოს შეიწყალა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მათი შეფასებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან მნშვნელოვანია, რადგან მან ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას ხელი შეუწყო. პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. მათი შეფასებით, ნიკა გვარამიას გათავისუფლება მმართველი პარტიისთვის დიდი დარტყმა იქნება.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ახლა მათი მთავარი საზრუნავი „ქართული ოცნების“ დამარცხება იქნება.