მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო ,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, არც სალომე ზურაბიშვილი უნდა გაჯიუტდეს და მან უნდა გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
„ველოდი ამ კითხვას. მე არ ვაპირებ ჩემს შეცდომაში გაჯიუტებული ვიყო. ის ვიდეოები, რომელსაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში გამოიყენებენ მის წინააღმდეგ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო. არც ის [სალომე ზურაბიშვილი] უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა გვარამიამ.