სასულიერო პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნას გულისხმობს.
სასულიერო პირი ვაკის პოლიციამ დააკავა.