აშშ-ის სანაპირო დაცვა “ტიტანის” მგზავრების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ადმირალმა ჯონ მაუგერმა ბრიფინგის დროს განაცხადა.
“აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით უღრმეს მწუხარებას ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია როგორი იყო ეს მათთვის.
გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, - განაცხადა მაუგერმა.
ბრიფინგისას აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საძიებო არეალში “ტიტანის” ხუთი ნაწილი იქნა აღოჩენილი და ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდა აფეთქება. მათი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვა არსებობს იმაზე, თუ როგორ, რატომ და როდის მოხდა ეს ინციდენტი.
აშშ-ის სანაპირო დაცვის თქმით, “ტიტანის” ხუთი მგზავრის ცხედარი შეიძლება ვერ იქნას ნაპოვნი, ვინაიდან, “ეს წარმოუდგენლად შეუბრალებელი გარემოა”.