არასამთავრებო ორგანიზაციები საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს განიხილავენ. მესამე სექტორი მიუთითებს, რომ მათი პოზიცია ევროკომიის შეფასებას ემთხვევა და ხელისუფლებას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო. მათი თქმით, პროგრესი ისეთ პუნქტებში არ ჩანს, როგორიცაა: სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება, დეპოლარიზაცია და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა. მესამე სექტორი მიუთითებს, რომ თუკი ევროკომისია საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მხოლოდ - ქართველი ხალხის გამო და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მოხდება.