ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შეასრულა. ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ შესრულებულ რეკომენდაციებს შორის არის დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ასევე ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. გარდა ამისა, ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველომ შვიდ რეკომენდაციაში გარკვეულ პროგრესს მიაღწია. რაზე ისაუბრა ევროკომისარმა და როგორ აფასებენ ამ საკითხს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.