სერბეთის პრეზიდენტი და კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში საგანგებო მოლაპარაკებებზე დაიბარეს, - განცხადებას ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აკეთებს.
„მე მოვიწვიე სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი და კოსოვოს ლიდერი ალბინ კურტი ბრიუსელში საგანგებო შეხვედრის ჩასატარებლად იმისთვის, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ვიპოვოთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა „დაუყოვნებლივ დეესკალაციის“ და კოსოვოს ჩრდილოეთის ნაწილში ადგილობრივი სერბების მონაწილეობით არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.