ბელარუსში დაახლოებით 1500 რუსი სამხედრო იმყოფება. განცხადებას ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ანდრეი დემჩენკო აკეთებს.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ბელარუსის ტერიტორიაზე საჭირო შემტევი დაჯგუფების შექმნა არ აღინიშნება.
"საბედნიეროდ, ამჟამად რუსი სამხედროების რაოდენობა არ არის დიდი ანუ ჩვენ ვერ ვაფიქსირებთ იმას, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთს საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რათა ამ მიმართულებით უკრაინაში შეჭრა განახორციელოს", - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.