"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები, გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ. ისინი ამჯერად სენატორ ჯინ შაჰინსა და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება, ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა და „შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი“ წარმოადგენდა.
ვაშაძე აღნიშნავს, რომ ამერიკელი პარტნიორები საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე დეტალურ ინფორმაციას ფლობენ, შესაბამისად, ისინი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.