ამ წუთებში, სტოკჰოლმში, ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს განიხილავენ. ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი წარდგება შუალედური ანგარიშით იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ჩვენი ქვეყანა 12 რეკომენდაციას. დოკუმენტი გუშინ ევროკომისიამ ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებს წარუდგინა. ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრი, ჯესიკა როსვალი აცხადებს, რომ დისკუსიები ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც გაიმართება.