ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ადრე შემოღებული შეზღუდვების თავიდან არიდების ზომებს და ასევე, დამატებით 71 ფიზიკური პირის და 30 ორგანიზაციის შეყვანას სასანქციო სიაში. მათ შორის არიან ისინიც, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობა აქვთ მიღებული
. გარდა ამისა, აიკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ავტოფურგონების მიერ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა და ასევე ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბა“-ს მილსადენის სამხრეთის მკლავზე.
ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია თავისი პროდუქციის მკვეთრი ზრდით სომხეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში, რომელიც შემდგომ კრემლის ხელში ხდება. ამიტომ, კიდევ უფრო შეიზღუდება კრიტიკული საქონლის ტრანზიტი რუსეთის გავლით მესამე ქვეყნებში.
ამიერიდან ტრანზიტის აკრძალვა გავრცელდება არა მხოლოდ ორმაგი დანიშნულების საქონელზე, არამედ ე.წ. მაღალტექნოლოგიურ საქონელზე.ევროკომისიაში იმედოვნებენ, რომ ახალი სანქციები გააძლიერებს საექსპორტო კონტროლსა და მექანიზმებს იმ არარუსულ კომპანიებზე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან წინა სანქციებისთვის თავის არიდებაში.
„კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის სამხედრო მანქანას. ჩვენი ინსტრუმენტი სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ არ მისცემს რუსეთს ამ სიიდან საქონლის მიღების საშუალებას”, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.