ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრების პრევენციის მიზნით ახალი ტექნოლოგიები დაინერგება. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის გაძლიერებას ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის და ხანძრების პრევენციის მიმართულებით.
კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟდება სპეციალური ანძა და კამერები, ასევე, შემუშავდება პროგრამული უზრუნველყოფა, რაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციას წინასწარი შეტყობინების სახით მიაწვდის ინფორმაციას ხანძრის გაჩენის საფრთხის შესახებ.