მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ესპანეთში ექსპორტი 587%-ით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველომ 6.7 მლნ დოლარის პროდუქცია გაყიდა, წელს კი, 46 მილიონ დოლარზე მეტი.
წელს სამ თვეში ესპანეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გავიტანეთ სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები, თხილი და კაკალი, ასევე სასუქები და ყურძნის ნატურალური ღვინოები.
გაზრდილია იმპორტიც, თუ გასული წლის იანვარ-მაისში საქართველოში 61 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წელს იმპორტი 80 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე დიდი რაოდენობით ესპანეთიდან შემოგვიტანია კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები, ქალის სამოსი, მსუბუქი ავტომობილები და სამკურნალო საშუალებები.