ბრიუსელში ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი განიხილეს. ევროკომისამარმა ილივერ ვარჰეიმ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში წარუდგინა. განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, შესაბამისად ოფიციალურად უცნობია თუ როგორ შეფასდა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. თუმცა, უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასებით საქართველომ ზედმიწევნით მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა, ერთი ლიმიტირებულად, 7 ნაწილობრივ, ერთი კი - მედიაპლურალიზმის რეკომენდაცია, თავიდან ბოლომდე შესასრულებელია.
ევროკომისიის ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის შეფასებით, დასავლელი პარტნიორები ღიად აფიქსირებენ პოზიციას, რომ ხელოსუფლება ამ ისტორიულ შანს არ იყენებს. მმართველი პარტიის განცხადებით კი, პარლამენტმა 100მდე კანონი მიიღო, რითიც 11 რეკომენდაცია შეასრულეს, თვის ბოლომდე კი პროგრესი თვალსაჩინო იქნება.