გუშინ მცხეთასთან მოხმდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაღუპული 20 წლის თიკო მურჯიკნელია. სტატუსს სოციალურ ქსელში თიკოს ახლობელი ნინი გიორგაძე აქვეყნებს.
"დღეს კიდევ 20 წლის ახალგაზრდა სიცოცხლითსავსე გოგო შეეწირა ავტოკატასტროფას. გუშინ მესაუბრებოდა სიცოცხლით სავსე, დღეს არ არის. აი, რა დონის უსამართლოა სამყარო ასე როგორ გაიმეტე უფალო, რომ დედამ ცხედარი რომ ვერ დაიტიროს.
ავარია ავარიაა, მაგრამ ასეთი სისასტიკე არაფერი მსმენია. ცეცხლში რომ დაიწვა ასეთი სიცოცხლით სავსე გოგო. თინი, ნათელში იყავი ანგელოზო თურმე სამ დღეში იუბილარი იყავი და ახლა ყველა ტირის შენს სახელს პატარავ. ვუსამძიმრებ ოჯახს მწუხარებას სიტყვები უძლურია ეს დიდი ტრაგედიაა. ნუ მომკლავ, ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს, იარეთ ნელა, სიფრთხილე ყველაზე დიდი გამოსავალია გავუფრთხილდეთ ერთმანეთს" - წერს გოგონას ახლობელი.