გაფიცული მაღაროელები პარლამენტის წინ პროტესტს აგრძელებენ. აქცია გრძელდება ჭიათურაშიც. უკვე 17 დღეა, მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის 20% გაზრდას ითხოვენ. შეკრებილების ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა კი პროტესტის კიდევ უფრო უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა.