ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სუს-ის, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიზნად სამართალდამცველთა დანაშაულის პრევენციას ისახავს. სხდომაზე საბჭოს საქმიანობის წესი განიხილეს და დაამტკიცეს.სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ის პრობლემური საკითხები წარმოადგინა, რომლებიც გამოძიების პროცესში გამოვლინდა და სამართალდამცველების საქმიანობის ნაკლოვანებებს, ხარვეზებს და ტენდენციებს უკავშირდება.