სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა ტური გაიმართა. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერაა დაფინანსებული, და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. მედიატურის მიზანი სააგენტოს პროგრამებისა და განვითარების გეგმის შესახებ ბიზნესმედიისა და შემდგომში ბიზნეს საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებაა.