ტოკიოში „ჰარი პოტერის“ სამყაროს მიხედვით ყველაზე დიდი თემატური პარკიThe Warner Bros. Studio Tour Tokyo - The Making of Harry Potter გაიხსნა. ამის შესახებ სტუდია Warner Bros.-ის პრესსამსახური იტყობინება.
პარკის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღებს მსახიობებმა ტომ ფელტონმა, ევანა ლინჩმა და მეთიუ ლუისმა, რომლებიც ჯადოქრების შესახებ ფილმებში დრაკო მალფოის, ლუნა ლავგუდისა და ნევილ ლონგბოტომის როლებს ასრულებდნენ.პარკი 30 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზეა განლაგებული. სტუმრები აქ ჰოგვორტს-ექსპრესით მგზავრობას, ქვიდიჩის თამაშს, ნაღების ლუდის დაგემოვნებას, ჰოგვორტსში გასეირნებას შეძლებენ. პარკის ტერიტორიაზე გახსნია თემატური კაფეები და „ჰარი პოტერისადმი“ მიძღვნილი მსოფლიოს უმსხვილესი მაღაზია.