ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ HBO-ს გახმაურებული სერიალი The Idol მეორე სეზონით აღარ დაბრუნდება. ამის მიზეზად უარყოფითი შეფასებები სახელდებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გავრცელებულ სტატიებს HBO გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია უარყო.
„ვრცელდება არასწორი ხმები, რომ The Idol -ის მეორე სეზონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს ასე არ არის“ – ნათქვამია HBO-ს განცხადებაში.
Page Six სტატიაში წერდა, რომ შოუს იდეის ავტორი და თანაავტორი The Weeknd არ აპირებდა სერიალის მეორე სეზონით გაგრძელებას, მიზეზი კი, თავისი და ლილი როუზ-დეპის გმირის სექსის სცენა იყო, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა.
THE IDOL-ის პრემიერა 2023 წლის 4 ივნისს, HBO Max-ზე შედგა. სერიალში მთავარ როლებს ლილი-როუზ დეპი და The Weeknd ასრულებენ. დეპი პოპ ვარსკვლავს განასახიერებს, ხოლო The Weeknd-ს მაყურებელი კულტის ლიდერის როლში იხილავს. THE IDOL-ის რეჟისორი სემ ლევინსონია. THE IDOL-ში მონაწილეობს ცნობილი კორეული ჯგუფის, BLACKPINK-ის წევრი ჯენიც. ვარსკვლავისთვის ეს სამსახიობო დებიუტია.