ცნობილია, რომ ჟერარდ პიკე მაიამიში შვილების სანახავად ჩავიდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი აპირებს შვილებს მისი და კლარა ჩიას ნიშნობის შესახებ აცნობოს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პიკე მომღერალ შაკირას 11 წლიანი ურთიერთობის შესახებ სკანდალურად დაშორდა. ფეხბურთელმა მომღერალს სწორედ კლარა ჩიასთან უღალატა, რასაც შაკირამ სიმღერით უპასუხა.
ნიშნობის შესახებ წყვილს მედიასთან არ უსაუბრია. ცნობილია, რომ პიკე საზოგადოებას სიახლეს 24 ივნისს, თავისი ძმის ქორწილში გააცნობს.