"ჯაყოს ხიზნები" ცნობილი ქართველი მწერლის და პროზაიკოსის მიხეილ ჯავახიშვილის რომანია. ნაწარმოები პირველად ჟურნალ „მნათობში“ 1924 წელს გამოქვეყნდა.1925 და 1926 წლებში კი ცალკე წიგნენად ორჯერ გამოიცა.
რომანში, რომელსაც მწერალმა 20 წელი მოანდომა მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალური პრობლემებია წარმოჩენილი. რომანი ავტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად არის მიჩნეული. „ჯაყოს ხიზნებში“ აღწერილი ამბები მეტად რთული ისტორიული პერიოდის ფონზეა გაშლილი და გაშუქებული. ეს ეპოქა, მეოცე საუკუნის 10-იანი წლების ბოლო და 20-იანი წლების დასაწყისი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენებითაა აღსავსე. სწორედ ამ პერიოდში მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და მალევე დაკარგა ის.
ნაწარმოებში მოქმედება ძირითადად გასაბჭოების ხანაში ხდება. რომანის მთავარი გმირი თეიმურაზ ხევისთავია , საოცრად კეთილი და ამავდროულად გულუბრყვილო. ნათავადარი თეიმურაზი ახალ ცხოვრებას ვერ ეწყობა, რადგან ეს მისთვის საკუთარი პრინციპების ღალატს ნიშნავს. ხევისთავს არ სჯერა, რომ „ახალი ცხოვრება“ ბედნიერებასა და ძლიერებას მოუპოვებს საქართველოს. იგი ფრიად განსწავლული კაცია მაგრამ, ამავდროულად, უკიდურესობამდე სიცოცხლისუუნარო, რომელსაც მისივე მსახური ოსი სოფლელი მამაკაცი ჯაყო ჯივაშვილი, თავისი ველური ბუნებით და ძალით თავის ბატონს ყველაფერს წაართმევს. მათ შორის ცოლს, მარგოს.
მიხეილ ჯავახიშვილი სოფელ წერაქვში, 1880წლის 8 ნოემბერს დაიბადა. განათლება წინამძღვრიანთკარის, შემდეგ კი ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში მიიღო, რომელიც ვერ დაამთავრა ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მას დედა და და მოუკლეს, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა.
1901 წელს ახალგაზრდა მიხეილი საქართველოში დაბრუნდა.მწერალმა პირველი მოთხრობა სახელწოდებით „ჩანჩურა“ 1903 წელს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა ის ამავდროულად ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“.1903 - 1908 წლებში გამოქვეყნებული მოთხრობები გულწრფელ თანაგრძნობას უღვივებდა მკითხველს უბრალო ადამიანებისადმი. თემატური სიახლით, მამხილებელი და ჰუმანისტური პათოსით, რეალისტური კოლორიტით აღბეჭდილი ეს მოთხრობები ახალი სიტყვა იყო ქართულ მწერლობაში.მწერლობის გარდა მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ აქტიური პოლიტიკური მოღვაწეც, 1921-1924 წლებში ის გახლდათ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მისი ნაწარმოებები არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური ცენზურის მსხვერპლი , ის ხშირად წერდა საბჭოთა სისტემისთვის მიუღებელ კრიტიკული შინაარსის მოთხრობებსა და რომანებს, რაც საბოლოოდ მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. „მიხეილ ჯავახიშვილი, საბჭოთა სისტემამ ჯაშუშად და დივერსანტად გამოაცხადა და განდევნილ იქნა მწერალთა კავშირიდან.
1937 წლის 14 აგვისტოს კი ის დააპატიმრეს და, ბერიას თანდასწრებით, წამების ქვეშ, ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
მიხეილ ჯავახიშვილმა სიცოცხლეში 6 რომანისა და 34 მდე მოთხრობის გამოცემა მოასწრო, მის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი რომანები როგორებიცაა არსენა მარაბდელი, კვაჭი კვაჭანტირაძე და სხვები.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2023 პალიტრა ელის და ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე palitral.ge