შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის 26-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობები და რეაგირების მექანიზმები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია.