საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო’ფარელს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეები მიესალმნენ საქართველოს და ირლანდიას შორის ურთიერთობებში მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. საუბრისას, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან პოლიტიკური და სექტორული დაახლოების კუთხით არსებულ ვითარებას.