საქართველოს 21 წლამდე ნაკრები დღეს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას პორტუგალიასთან "დინამო არენაზე"გამართავს. ქართული სპორტის "ქომაგები" მატჩამდე მარჯანიშვილის მოედნიდან სტადიონის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ. რამაზ სვანაძის გუნდი შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება.