ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტს საავტორო უფლებებზე შემუშავებული კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კანონის მიღება ავტორებს შემოქმედებით თავისუფლებას შეუზღუდავს და ქართულ კულტურაში რუსული ფულის შემოტანას გამოიწვევს. ფაქტს წერილობით გამოეხმაურა სამოქალაქო სექტორიც. როგორ აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართვას მმართველი პარტიის წარმომადგენლები.