ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი ბრიუსელში განიხილეს. ევროკომისამარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ევროკომისიის შუალედური ანგარიში წარუდგინა. განხილვა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ამ დრომდე უცნობია თუ როგორ შეფასდა საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისიის შეფასებით საქართველომ მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა. ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.