2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რეკორდული მოცულობის საზამთროს იმპორტი განხორციელდა. მიმდინარე წლის 5 თვეში ქვეყანამ მსოფლიოში 849,7 ათასი დოლარის ღირებულების 2 811 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე საზამთროს იმპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
ამასთან, წელს საქართველოს გაუძვირდა იმპორტიც, თუ 2022 წლის იანვარ-მაისში ერთი კილოგრამის შემოტანა ქვეყანაში საშუალოდ, 16 ცენტი ჯდებოდა, წელს ეს მაჩვენებელი 30 ცენტამდე გაიზარდა. (2022 წლის 5 თვეში საქართველომ 445,5 ათასი დოლარის ღირებულების 2 793 ტონა საზამთრო იყიდა).
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ასე გამოიყურება:
რაც შეეხება რეექსპორტს, წელს 5 თვეში ქვეყანამ 7,19 ათასი დოლარის 3,9 ტონა საზამთრო „გადაყიდა“ და ისიც მხოლოდ სომხეთში.
წყარო: BPN.GE