"ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით ამ ეტაპზე არ მიიღებს. კენჭისყრა მომდევნო კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, პრემიერს ბრიუსელში თხოვეს, რომ კანონპროექტი მესამე მოსმენით არ მიეღეოთ, რასაც ითვალისწინებენ.