საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ასპარეზობას იწყებს. დღეს, 20:00 სათზე საქართველოს 21 წლამდე ნაკრები "დინამო არენაზე" პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ საქართველოსა და პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.