უკრაინის აღდგენის ორდღიანი კონფერენცია დღეს იწყება. კონფერენციის წინ ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ დიპლომატებს ლონდონში უმანსპინძლა. შეხვედრა წმინდა ჯეიმსის სასახლეში გაიმართა. მასზე ყურადღება გამახვილებული იქნება საერთაშორისო მხარდაჭერის შექმნაზე უკრაინის ომის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.
ღონისძიებას 1000-ზე მეტი ოფიციალური პირი დაესწრება დაახლოებით 60 ქვეყნიდან. მათ შორის, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და გლობალური ინვესტორები.
კონფერენციას ვირტუალურად დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.