ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინას შეიარაღებული ძალების შემდომ მოდერნიზაციასა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოებაში დაეხმარება. მისივე თქმით, სამიტზე მოკავშირეები გრძელვადიანი დახმარების პაკეტს მიიღებენ, რომელიც უკრაინას ნატო-ს სტანდარტებთან ადაპტაციაში შეუწყობს ხელს.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ალიანსის დახმარებით უკრაინელი სამხედროები საბჭოთა მოდელის არმიიდან თანამედროვე შეიარაღებულ ძალებზე გადასვლას, ნატო-ს მოქმედი სტანდარტებით შეძლებენ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს მიერ უკრაინელი სამხედროების წვრთნის ფონზე, უკრაინას ტერიტორიული წარმატებების მიღწევა შეუძლია.