დასავლეთ საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ თერმული ნისლით წამლობა დაიწყო. პირველ ეტაპზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, იმ სოფლებში, სადაც ფაროსანას დიდი რაოდენობა დაფიქსირდა, მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად, თერმული ნისლით წამლობა დაიწყო.
სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი კოკის ტერიტორია და გარე პერიმეტრი.