Euronews-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე ევროპაში იმაზე ნაკლები ტურისტი შეგხვდებათ ვიდრე ოდესმე. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის მონცემებით, 2022 წელს ევროპას 84%-ით ნაკლები რუსი ვიზიტორი ჰყავდა, ახლა კი, როცა ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაშია ეს მონაცემები დიდად არ იცვლება და რუსი დამსვენებელი ევროპაში კვლავ არ ჩანს.
მდიდარი რუსები სხვადასხვა რეგიონის მონახულებას ისევ აგრძელებენ, თუმცა საშუალო კლასის ტურისტები თითქმის სრულად გაქრნენ.
გამოცემის ცნობით, ევროპაში რუსი ტურისტების გაქრობის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მხრიდან რუსებისთვის ბარიერების აგებას უკავშირდება.