2022 წელს, უცხოურ კომპანიებთან სახელმწიფომ 98 მლნ ლარის კონტრაქტები გააფორმა, რაც ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულების დაახლოებით 1.8%-ს უტოლდება.
არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული 97 მლნ 700 ათასი ლარიდან, ყველაზე დიდი წილი - 46 მლნ ლარის ხელშეკრულების ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა საფრანგეთში რეგისტრირებულ კომპანიებთან, შემდეგ მოდის აშშ, 26 მლნ-ზე მეტი ხელშეკრულების ღირებულებით და უნგრეთი 8 მლნ ლარამდე დადებული ხელშეკრულებებით.