ქართველი კინემატოგრაფისტები ამბობენ, რომ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან და მიმდინარე კვირაში მათი გეგმების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ. კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ხელოვნებას ცენზურის ვნებით შეპყრობილი პოლიტიკოსებისგან ბოლომდე დაიცავენ.