ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია "სამუშაო ვიზიტით" მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ოფისის ე.წ პრესსამსახური ავრცელებს. როგორც ისინი წერენ, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.