მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, - ამის შესახებ გამოცემა Baza იუწყება.
გამოცემის ცნობით, ერთი დრონი დილით სოფელ ლუკინოსთან ცაში აფეთქდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
გარდა ამისა, კიდევ ორი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ნარო-ფომინსკის რაიონში, სამხედრო ნაწილის მახლობლად.
„წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - წერს Baza.