ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესს ბრიუსელში განიხილავენ. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ზეპირ ანგარიშს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს წარმოუდგენენ. დღესვე სტოკჰოლმში ევროკავშირის არაფორმალური მინისტერიალი გაიხსენება, სადაც ამავე დოკუმენტს ევროპის საქმეთა მინისტრებს ოლივერ ვარჰეი გააცნობს.
პროცესთან დაკავშირებით განსხვავებული მოლოდინია თბილისში. ოპოზიციის ნაწილი ოპტიმისტურ პროგნოზს არ იზიარებს.