სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს.
„უკრაინაში შიმშილი, ჰოლოკოსტთან ერთად, არის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა კაცობრიობის წინააღმდეგ ევროპის კონტინენტზე, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სლოვაკეთის პარლამენტს ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„დროული გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი წვლილი ისტორიული სამართლიანობის აღდგენაში და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის მიმართ პატივისცემა“, - დაწერა მან „ტვიტერზე“.
ცნობისათვის, ჰოლოდომორი გენოციდად დღემდე 20-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტმა და ევროპარლამენტმა აღიარა.