ირაკლი ღარიბაშვილი - გაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეაგაერთიანებული სამეფო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი სანდო და ერთგული მოკავშირეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა. საზეიმო მიღებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.