მთავარი არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესმა სასამართლომ, სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი განაჩენი უცვლელი დატოვა, რასაც ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ საქართველოში სასამართლო სისიტემა არ არსებობს და რომ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. მათივე თქმით, გვარამიას საქმეს პირდაპირი გავლენა ექნება კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში.
გვარამიას პატიმრობაში დატოვებას იმედგაცრუებული შეხვდა აშშ-ს სახელმწუფო ელჩი კელი დეგნნანიც. მისი თქმით მას მოლოდინი ქონდა რომ უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას გაათავისუფლებდა.
ფაქტს ეხმაურება ნიკა გვარამიაც და აღნიშნავს, რომ "შემდეგი გაჩერება სტრასბურგია".