22 ივნისს ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს, რაც პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების საგანი გახდა.
ხელისუფლების ოპონენტთა თქმით ხელისუფლებამ თავისი გატარებული პოლიტიკით კანდიდატის სტატუსის მიღების ყველანაირი მოლოდინი მოკლა. მათივე თქმით ევროპარლამენტარები ყველაფერს აკვირდებიან და ხედავენ თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა.
ამავე თემაზე კომენატი აშშ-ს ელჩმაც გააკეთა, მისი თქმით ევროკომისია 12 რეკომენდაციის პროცესის დეტალურ ანგარიშს წარადგენს. მისივე თქმით საქართველოს ხელისფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას რათა ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს.