საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იხსენებს ისტორიას, როგორ აჩუქა მიშამ მას მუსიკალრი ინსტრუმენტი ვიოლონჩელო;
"დღეს 20 ივნისია, თუმცა ყოველი დღე არანაკლებ მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში!
მშვიდობის ხიდზე გადაღებული კლიპის მომზადებაში მეხმარებოდნენ ერთგული მეგობრები ზურა და ზვიო, დათო და გიორგი და ჩემი ვიოლონჩელოს პედაგოგი გიორგი.
ვიოლონჩელო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტია. მიშამ ეს იცოდა და 12 წლის წინ დაბადების დღეზე მაჩუქა. მართალი გითხრათ, ხემის ყიდვა დაავიწყდა, მაგრამ მერე გამოასწორა მაშინვე დავიწყე მეცადინეობა (ქალბატონ მერისთან) მაგრამ მარცხენა ხელის ტკივილის გამო მალევე დავანებე თავი... შარშან ისევ დავიწყე, ცოტა ხნით თორნიკე მასწავლებელთან, ხოლო დღეს ჩემი პედაგოგი გიორგია და არ მეგონა, რომ 10 გაკვეთილის მერე დავუკრავდი საქართველოს ჰიმნს! იმედია, ხარვეზები მეპატიება. აწი უკეთ და უკეთ გამომივა!"- წერს სანდრა რულოვსი.