7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, რომელიც შვილისგათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავს, პირი და თვალი ამოიკერა.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია სახელწოდებით „არა რუსულ მთავრობას - სამოქალაქო დაუმორჩილებლობა" მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობის ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
მათივე თქმით, აქციები მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
"აქ მოვედით ლაზარეს მხარდასაჭერად. თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლება საქართველოს. ეს რუსული მთავრობა უნდა შეიცვალოს. უნდა ვიაქტიუროთ, უნდა გამოვიდეთ აქციებზე.
ჩვენი მოთხოვნაა - თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლება მიშას, თავისუფლება ნიკას, თავისუფლება გმირებს.
ჩვენი აქციები გაგრძელდება, ჩვენი აქციები არის უწყვეტი, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე", - განაცხადა აქციის მონაწილე სოფო კემულარიამ.