ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია უკრაინას, გრანტების სახით, 50-ი მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას სთავაზობს. მისი განმარტებით, ფინანსური დახმარება მომდევნო ოთხ წელზეა გათვლილი და ის ხელფასების, პენსიების და ზოგიერთი საჯარო სერვისის გადასახდელ და ძირითადი ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებულ ხარჯებს მოიცავს.