მაღაროელთა პროტესტი საქართველოს პარლამენტთან გრძელდება. ისინი ხელფასის 20%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროში დასაქმებულები უკვე იმყოფებოდნენ მსვბლელობით ქინგ დევიდთან, სადაც ჯორჯიან მანგანეზის სათაო ოფისი მდებარეობს. ამის შემდეგ კი აქციის მონაწილეები პროტესტის ეპიცენტრს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს კვლავ დაუბრუნდნენ.