ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის დახმარების ახალი, 50 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტი დააანონსა.
მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს როგორც გრანტებს, ასევე სესხებს.
„ვთავაზობთ ფინანსურ რეზერვს მომდევნო ოთხი წლისთვის 50 მილიარდ ევროს ოდენობით. ეს ფინანსური რეზერვი საშუალებას მოგვცემს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ადგილზე სიტუაციის ევოლუციას მოვარგოთ, რადგან ვიცით, რომ ომი ჩვენგან უდიდეს მოქნილობას მოითხოვს”, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.